loader

“ახალი წლის ღამეს ქმარი სამზარეულოში ცოლს ახრჩობდა, რა დროსაც ქალმა დაჭრა ქმარი“ - განსაცვიფრებელი ამბავი ძალადობის შესახებ, სადაც ქალი დაიჭირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ახალი წლის ღამეს ქმარი სამზარეულოში ცოლს ახრჩობდა, რა დროსაც ქალმა დაჭრა ქმარი“ - განსაცვიფრებელი ამბავი ძალადობის შესახებ, სადაც ქალი დაიჭირეს

“ერთი ასეთი საქმე გვქონდა: ახალი წლის ღამეს ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მოხდა. კაცი ხელითაც შეეხო ქალს. ქალმა მოასწრო პატრულის გამოძახება. პატრულმა კი 40 წუთი დააგვიანა. ამასობაში კონფლიქტი გამწვავდა, ქმარი სამზარეულოში ცოლს ახრჩობდა, რა დროსაც ქალმა ხელი ჰკრა, მოიშორა, დასწვდა დანას და ფერდში დაჭრა ქმარი. კაცი თავის ფეხით წავიდა საავადმყოფოში, ქალის მიერ გამოძახებულმა პატრულმა კი ისევ ქალი დააკავა.
პროკურატურა ქალს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა, "საფარი" კი ამტკიცებდა, რომ ეს აუცილებელი მოგერიება იყო. დღეს მეორე ინსტანციაც მოვიგეთ. ამით შეიქმნა პირველი პრეცედენტი, რომ ძალადობის დროს თავის დაცვისთვის ქალი არ დაისაჯა.
პ.ს. ამას წინათ მეორე ქალმაც მოგვმართა, თუმცა დაგვიანებით, გამოძიება დასრულებულია და სამწუხაროდ საჭირო მტკიცებულებები შეგროვებული არ არის. ჩვენ მხოლოდ იმ საქმეში ჩავერთეთ ახლა, რომელიც დაამტკიცებს რომ ამ ქალზე ქმარი მუდმივად ძალადობდა. როგორც წესი, პროკურატურა დიდად არ ინტერესდება ასეთ დროს კონფლიქტის პრე-ისტორიით, არადა როგორი მნიშვნელოვანია თავდაცვა თავდასხმაში არ გვერეოდეს.“- ავრცელებს ბაია პატარაია.