loader

"რამე მიშველეთ, ხალხო... " - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საბა კოდუაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამე მიშველეთ, ხალხო... " - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საბა კოდუაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

"წარდგენის მეორე დღეს საბა დამხვდა კმაყოფილი სახით - ქობულეთის მერობას აპირებ, დეე? :)) შემომეყარა გულზე, დავისვი და თითქმის მთელი დილა ვუხსნიდი, დეპუტატობა რა არის, მერე წყალტუბო, ვანი, ხონი, სამტრედიის დაზეპირება წავიდა. :))
ერთი საათის მეტი არ მქონდა და სიტუაციის უიმედობიდან გამომდინარე, ძიძას ვუთხარი, მთელი დღე ამეცადინეთ-თქო. საზეპიროდ სასწავლი იყო წყალტუბო, ვანი, ხონი, სამტრედია:))
მართლა საათში ერთხელ ვრეკავდი ამბის მოსაკითხად და გუშინ, დღის ბოლოს ნონა მეუბნება, ხონი, ვანი მარტივად აითვისაო, სამტრედია გვიჭირსო:)) მარა, ნუ, ოთხივეს ერთად ჯერ კარგად ვერ სვამსო. გვიან უკვე მაგარი პროგრესი გვქონდა წესით:))
დღეს, დილით ვდგები და მაგარ ცუდ ხასიათზე მხვდება. აი, ძაალიან ეტყობა, რომ უკმაყოფილოა:)) მე მაგრად არ მინდა, რო გაიმარჯვოო. მომიგდო, რასაც ჰქვია:)
ვახ, არადა პირველ დღეს, არ ვიცი, რა, მაგრამ რაღაც მოსწონდა და უცებ მეუბნება, აი, შენ გახდები ქობულეთის მერი....:))) ისევ ქობულეთის მერიო, ხალხო. რამე მიშველეთ. წყალტუბო, ხონი, ვანი, სამტრედია რანაირად ვასწავლო.  
რაის ქობულეთის მერი :))" - წერს ტელეწამყვანი.