loader

ვინ იყო ადამიანი, რომელშიც ილო ბეროშვილს შარაძე შეეშალა და მსახიობი სკანდალში გაეხვა - ბეროშვილის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო ადამიანი, რომელშიც ილო ბეროშვილს შარაძე შეეშალა და მსახიობი სკანდალში გაეხვა - ბეროშვილის პირველი კომენტარი

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ილო ბე­როშ­ვი­ლი გუ­რამ შა­რა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"გუშინწინ ვიყავი გადაცემა თვითიზოლაციაში, სადაც იყო რუბრიკა ბლიც კითხვები და დაისვა კითხვა: ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი?
ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე.
მოკლედ, რაშია საქმე: ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ... პაპაჩემი იყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი (ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტიურად მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები. განსაკუთრებით მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და, რომ გავიზარდე, კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად...
იქიდან გამომდინარე, რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს (სხვა ბევრ რამესთან ერთად), თავში ამომივარდა შარაძე, როცა ვაპირებდი, რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი:(
ბავშვობიდან მისი სახელი, ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა!
ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს ან ვინც უბრალოდ მას პატივს სცემდა.
ეს იყო ბლიც კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი მას შემდეგ, რაც შინაურმა მითხრა, რაც ვთქვი, შეიძლება ასეც დარჩენილიყო." - წერს ბეროშვილი.