loader

რომელ უბანში იქნება ავტობუსით მგზავრობა უფასო?- თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ უბანში იქნება ავტობუსით მგზავრობა უფასო?- თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის დაკვეთით, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის" მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ბაგების დასახლებაში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულებამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო, 9 ოქტომბრიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება.

"აღნიშნულ პერიოდში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მოქალაქეებს მერიის მიერ დანიშნული მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.