loader

“ამ ოპერაციის დამგეგმავია ხვიბლიანი, გამტაცებელს მოქმედების ინსტრუქციებს აძლევს“ - ნიკა გვარამია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამ ოპერაციის დამგეგმავია ხვიბლიანი, გამტაცებელს მოქმედების ინსტრუქციებს აძლევს“ - ნიკა გვარამია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

“ახლა კარგად დააკვირდით ხვიბლიანის გადაადგილებას ამ ვიდეოში და მარტივად მიხვდებით, რომ არავითარი მძევალი ის არაა: ფორმალურად აქვს ხელები აწეული, გადაადგილდება საკუთარი მიხედულებით (და არა მკახრად მითითებული მარშრუტით, როგორც სხვა მძევლები), ზოგჯერ ასწრებს კიდევაც ტერორისტს, რაც გამორიცხულია.
და მთავარი: დააკვირდით ვიდეოს ბოლო ათ წამს - ფარულად ამყარებს კომუნიკაციას ტერორისტთან.
ps ხვიბლიანიც ჩამოვიდა მანქანიდან პოლიციის უფროსთან ერთად და აწვება ლეგენდას, რომ ისიც მძევალი იყო. პოლიციაშია და იკითხება, დიახ, მაგრამ არა როგორც მძევალი, არამედ როგორც ტერორისტოს თანამონაწილე. მეტიც, ამ ოპერაციის დამგეგმავი ტვინია ხვიბლიანი ამ ვიდეოშიც მოქმედების ინსტრუქციებს აძლევს გამტაცებელს. მერე "საკუთარი ნებით და კეთილი განზრახვით" თვითონ უჯდება გამტაცებელს მანქამაში, ვითომ სხვა მძევლებს გადაეფარა. ამასობაში, საჯარისო ნაწილიდან, სადაც მსახურობს, არალეგალურად, უნებართვოდაა გამოპარული. რატომ? სენაკიდან ზუგდიდში რომ საქბანკში ჩასულიყო? სენაკში არაა ბანკი თუ რა ასეთი საჭიროება იყო, შინაგანაწესის ასეთი მძიმე დარღვევა რომ არ ჩაედინა?“