loader

"მსგავსი უზრდელი და არაპროფესიონალი ექიმი ჯერ არ შემხვედრია" - სალომე გოგიაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მსგავსი უზრდელი და არაპროფესიონალი ექიმი ჯერ არ შემხვედრია" - სალომე გოგიაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს

ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს.

"მოკლედ, ძალიან იშვიათად ვდებ მსგავს პოსტებს, უბრალოდ როცა ჯანმრთელობას ეხება, მაშინ ვერ ვარ ადეკვატური... მოკლედ, ვაჟა ექიმთან, რომლის გამოც ასე შეგვტკიოდა გული და ყველა ერთხმად განვიცდიდით მის მდგომარეობას, მომიწია შეხვედრა, ხვდებით ალბათ, რომ საჭიროების გამო… მე მსგავსი უზრდელი და არაპროფესიონალი ექიმი ჯერ არ შემხვედრია!!! სირცხვილი ყველა კლინიკას, სადაც ეგ მოღვაწეობს! თუ უნარი არ გაქვს ადამიანს ეკონტაქტო პაციენტს, მგონია საერთოდ ამ სფეროში არ უნდა იყო! ეტყობა ტყვედ რომ იყო, მაგარი გააბოროტეს. სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ", - წერს გოგიაშვილი.

როგორც მან ჟურნალ "გზა"-სთან საუბრისას განმარტა, როცა ვაჟა გაფრინდაშვილთან კაბინეტში შევიდა, რომ მისი მეუღლის ფეხის მდგომარეობა გაეგო (მოტეხილი აქვს), ძალიან მოკლედ და უხეშად უპასუხა.

"მასთან კაბინეტში შევედი, რომ ჩემი მეუღლის ფეხის მდგომარეობა გამეგო (მოტეხილი აქვს). ძალიან მოკლედ და უხეშად მიპასუხა. მერე, მაინც მივიჩნიე, რომ შეიძლებოდა, დაღლილი ყოფილიყო და ვუთხარი: ფიქსატორთან ერთად, საფენსაც ვადებ, რომ ადვილად მორჩეს-მეთქი (ამ საფენის შესახებ გამოცდილი ადამიანისგან ვიცი და ოჯახში ვსარგებლობთ ხოლმე. ექიმს აზრი ამიტომ ვკითხე). ამის გამო უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, რომ მართლა უკან მივიხედე - მეგონა, სხვა შემოვიდა და მას გაუბრაზდა. ჯერ ერთი, როგორ ბედავს, რომ უცნობ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს?! მეორეც: ქალი ვარ და წესით, ეგ კაცი უნდა იყოს, და მესამე - საერთოდ, ურთიერთობის რა ფორმა აქვს?! გავოგნდი: - მე მეუბნებით? პაციენტებს ასე ეკონტაქტებით-მეთქი?!"