ამერიკაში მცხოვრები ნინი შერმადინი, რუსთაველის გამზირზე რუსულად ამღერებული ბუბა კიკაბიძის თემას ეხმიანება:

„იმაზე არ გიფიქრიათ, რომ რუსებს თავის ენაზე უმღერა მათვისვე გასაგებად ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაზე? არც ნაცია ეხლა აქ შუაში და არც ქოცი…. იქაც ბევრი მეგობარი მყავს და აქაც.

ნუ შემდგებით ახლა, ან თუ გნებავთ – გადამიარეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ კაცმა ეპოქა შექმნა. რუსეთისთვის საქარველო ბუბასთან და ნანისთან ასოცირდებოდა. იმ დროს საბჭოთა კავშირი იყო და მეტი გასაქანი ჩვენ უბედურ ქვეყანას სხვაგან არსად ქონდა როცა “ორერა”, “რერო”, “ივერია”, “მზიურის” ბავშვები და ა.შ. ისტორიას ქმნიდნენ და ქარულად ამღერებდნენ რუსებს.

ვისგან იციან ან “სულიკო” ან “თბილისო” ან “ჩიტო გვრიტო”?! იქნებ ცოტა სხვა კონტექსტით შეგვეხედა და არ ჩაგვექოლა 80 წლის ადამიანი და მართლაც რომ ლეგენდა კაცი.

კვლავაც განვმეორდები და ვიტყვი არა რუსეთს! რუსეთი ოკუპანტია!!!

ეს კონკრეტული პოსტი ეკუთვნის ბატონ ბუბას და არა რომელიმე პარტიას. გული მწყდება ამდენ ლანძღვას რომ ვიგებ. მე ძალიან მიყვარს".
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“გაგვაჩუმა მთელი ოჯახი“ - პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის უხერხული კადრები გაიპარა, გუგა ქაშიბაძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
კიდევ ერთი უხერხული კადრი - კახა კალაძეს პირდაპირ ეთერში ბუზის მოგერიება დასჭირდა
“ქართულ უკრაინული ოჯახიც შედგა“ - გიორგი ბარამიძე დაქორწინდა
“აი ეს ხდება “თერჯოლა მედიში“ - 66 წლის კოვიდდადასტურებულ პაციენტს, რომელსაც სუნთქვა უჭირს, საავადმყოფო კარებს არ უღებს
ანა დოლიძეს პირდაპირ ეთერში უხერხული კადრები გაეპარა- როგორ ლოცულობს კანდიდატი
“რაც ნოდარა მელაძეა ტვ პირველზე, ეთერში სულ ეგ ზის“- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
“მოდიან“ - მოცეკვავე კაცი აქციიდან, რომელიც უკვე ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა