loader

"რამდენიც არ უნდა ემაიმუნა თამარ ჟვანიას, ივანიშვილს 40 პროცენტზე მეტი აქვს აღებული" - თამარ ჩერგოლეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამდენიც არ უნდა ემაიმუნა თამარ ჟვანიას, ივანიშვილს 40 პროცენტზე მეტი აქვს აღებული" - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლე, "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალუს ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" 40%-ზე მეტი აქვს არჩევნებში მიღებული.

"რამდენიც არ უნდა ემაიმუნა თამარ ჟვანიას, პარალელური დათვლის შედეგებმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მანდატს ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია აქვს - მაგრამ 40 პროცენტზე მეტი აღებული აქვს. ამ 40 პროცენტს თავისი ახსნა აქვს: ჩვენს ოლქზე დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი არჩევნებამდე იზღუდება და არა იმდენად არჩევნების დღეს.

მაგალითად, გიგას ქოც კონკურენტს, თითქმის ყველა კორპუსში ჰქონდა შტაბი გახსნილი და მრავალწევრიანი ოჯახის რომელიმე წევრს კოორდინატორად ამუშავებდა. ხომ ცუდია? ძალიან ცუდია. მაგრამ, რთულია ოჯახის უზრუნველყოფას რამე დაუპირისპირო, როგორი გავეშებულიც არ უნდა იყოს საზოგადოება ხელისუფლებაზე - ტეტჩერს დავესესხები და, "არ არსებობს საზოგადოება" - მითუმეტეს როცა საქმე არჩევნებს ეხება. სამაგიეროდ, არსებობენ ინდივიდები და ოჯახები რომლებსაც ძალიან უჭირთ" - წერს ჩერგოლეიშვილი.