loader

ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლებიც ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ახლახან აცნობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლებიც ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ახლახან აცნობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა დაიკლო.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 100-ს აჭარბებდა.

"ყველა ამ ახალი შემთხვევიდან აღსანიშნავია, რომ უმეტესობა, დაახლოებით 70% არის სიმპტომებიანი პაციენტი, რომლებსაც უტარდებათ "პისიარ" კვლევა. ასევე, მნიშვნელოვანია მეორე ჯგუფი, ე.წ. კონტაქტირებული ადამიანები.

საყურადღებოა, რომ ოდნავ დაიკლო ჩვენი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა, რომელიც ყოველდღიურად 100-ს აჭარბებდა. დღევანდელი რიცხვით ჩვენ გვაქვს 91 შემთხვევა.

ყველა რეგიონში ფიქსირდება შემთხვევათა ზრდა შემოდგომის სეზონზე, მათ შორის, ჩვენთან. ეს პროგნოზების მიხედვით კვლავ მზარდი დარჩება. ამიტომ, ყურადღება პრევენციულ ღონისძიებებზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.