loader

“მივიღებთ უარეს გარდაცვალებებს! როგორ ისუნთქოს ადამიანმა, ლაყუჩები გამოიბას?“- მიკრობიოლოგი ღია სივრცეში პირბადის ტარების წინააღმდეგია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მივიღებთ უარეს გარდაცვალებებს! როგორ ისუნთქოს ადამიანმა, ლაყუჩები გამოიბას?“- მიკრობიოლოგი ღია სივრცეში პირბადის ტარების წინააღმდეგია

ლალი მოროშკინას გადაცემაში “განსაკუთრებული აზრი“ მიკრობიოლოგმა ლევან ჩხიკვაძემ ღია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებული ახალი რეგაულაცია გააკრიტიკა.
“რას ნიშნავს ღია სივრცეში პირბადის ტარება? ეს ნიშნავს, რომ ამოსუნთქული ნახშირორჟაგი უკან შევისუნთქოთ. ეს გამოიწვევს პნევმონიას როგორც ბაქტერიულს, ასევე კოკური ტიპისას, როგორ შეიძლება?
მივიღებთ უარეს შედეგს და გარდაცვალებებს. როგორ ისუნთქოს ადამიანმა თუ ღია და დახურულ სივრცეში პირბადე უნდა ეკეთოს?
იმუნიტეტი არ არსებობს? ლაყუჩები უნდა გამოიბას ადამიანმა?“- განაცხადა ლევან ჩხიკვაძე.
ხვალიდან ღია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სუბიექტი 20 ლარით დაჯარიმდება.