loader

“ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ საქართველოშიც ხელმისაწვდომი იყოს პრეპარატი“ - ახალი აღმოჩენა, რომელმაც შესაძლოა ყველა სახის კორონავირუსი დაამარცხოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ საქართველოშიც ხელმისაწვდომი იყოს პრეპარატი“ - ახალი აღმოჩენა, რომელმაც შესაძლოა ყველა სახის კორონავირუსი დაამარცხოს

“ქალაქ ვენაში, ბილროთის სახელობის სახლში, ვრცელი ლექცია წაიკითხა გენეტიკოსმა პროფესორმა პენინგერმა. რასაკვირველია, ლექციას მოვუსმინე, ჩავიწერე ჩემი აზრით მომავალი ნობელის პრემიის კანდიდატის ყველა სიტყვა. პროფესორმა ისაუბრა, თუ როგორ მივიდა იმ აღმოჩენამდე, რომელიც შესაძლოა ყველა სახის კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად იქცეს.

პროფესორ პენინგერის მედიკამენტს - APN01-ს, საფუძვლად დაედო მის მიერვე 2002 წელს ენზიმის ACE 2-ის აღმოჩენა, რომელიც ჩვენს სხეულში სხვადასხვა ორგანოს უჯრედების გარსზე მრავლადაა განთავსებული. ეს ენზიმი დარაჯობს უჯრედში შესასვლელ კარებებს. ვირუსი ჩვენს უჯრედებში სწორედ ამ ენზიმის საშუალებით შედის. კერძოდ, ვირუსი უკავშირდება ენზიმ ACE 2-ს და მასთან ერთად შედის უჯრედში. ამ გზით ხდება სხვადასხვა ორგანოის დაავადება ვირუსით. წამალი APN01, რომელიც პროფესორმა პენინგერმა შექმნა, არის ეგრეთ წოდებული თხევადი ენზიმი, რომელიც იმეორებს ჩვენს ორგანიზმში არსებული ენზიმის ფორმას და მარტივად რომ ვთქვათ, გადაეკვრება ნატურალურ ენზიმს. ასე რომ, ვირუსი უკავშირდება არა ჩვენი სხეულის ენზიმს, არამედ ხელოვნურ დუბლიკატს, ერთგვარი სატყუარაა. ამიტომ ვირუსი ვერ აღწევს ჩვენს ორგანოებში. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თუ ვირუსი შეაღწევს ჩვენს ორგანიზმში, ის ვერ მოხვდება ორგანოებში და დაავადების მიმდინარეობა იქნება მსუბუქი. მაგრამ საჭიროა თავისუფლად მოცირკულირე ვირუსის შებოჭვა, რასაც ანტივირუსული პრეპარატები ადვილად შეძლებენ. სწორედ ეს დაედება საფუძვლად კოვიდ 19-ის მკურნალობას - კომბინაციური თერაპიის საშუალებით. ასევე, პროფესორმა ახსნა, თუ ვირუსი ჩვენს ორგანოებში შეაღწევ, მხოლოდ ანტივირუსული მედიკამენტები ვერ შეძლებენ დაძლიონ ვირუსის მოქმედება.
პროფესორმა პენინგერმა ისაუბრა კოვიდ 19-ით დაავადებულ პაციენტებში დაავადების გადატანის შემდეგ განვითარებულ მოკლევადიან იმუნიტეტზე. აქვე გაუსვა ხაზი ვაქცინის იდეის სკეპტიციზმს. შეგვახსენა, რომ არსებობს უამრავი ვირუსული დაავადება, რომელთა ვაქცინა დღემდე არ არსებობს: მალარია, HIV, Hep. C და ა.შ. მაგრამ გვაქვს მედიკამენტები მათ სამკურნალოდ.
პროფესორ პენინგერის მედიკამენტი გამოდგება სხვა კორონავირუსების სამკურნალოდაც, რამეთუ მათი ჩვენი ორგანოების უჯრედებში შეღწევის აუცილებელი თანამგზავრი არის ACE 2!
- დეკემბრიდან პრეპარატი იქნება გაყიდვაში.
ექნება თუ არა საქართველოს ეს პრეპარატი?
- ჩემს ხელთ არსებულ ყველა კავშირს პროფესორ პენინგერთან და ასევე ყველა შესაძლებლობას სამეცნიერო თუ სამედიცინო წრეებში გამოვიყენებ, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს აღნიშნული მედიკამენტი!“ - წერს ირმა კვიცარიძე.