loader

“სათქმელად ადვილია, ირინა მასწავლებელი აღარ არის! მერხიდან ერთ ადამიანთან ერთად მოდიოდა, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა“- კონტუათის საჯარო სკოლა კორონავირუსით გარდაცვლილ ცოლ-ქმარს ემშვიდობება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სათქმელად ადვილია, ირინა მასწავლებელი აღარ არის! მერხიდან ერთ ადამიანთან ერთად მოდიოდა, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა“- კონტუათის საჯარო სკოლა კორონავირუსით გარდაცვლილ ცოლ-ქმარს ემშვიდობება

“არის ხოლმე მომენტი, როდესაც ყველაზე დაუჯერებელსაც კი, გაკვირვების გარეშე შეხვდები, მაგრამ სავსებით რეალურს, შესაძლებელსა და მოსალოდნელს ვერ აცნობიერებ.
...ჩვენც ასე დაგვემართა- გავიგეთ, მაგრამ ვერ მივიღეთ, დავიჯერეთ, მაგრამ ვერ აღვიქვით.
...სათქმელად ადვილია - ირინა მასწავლებელი აღარ არის!..
...ჯერ კიდევ სტუდენტობისას 34 წლის წინ 20 წლის ასაკში შეუდგა მასწავლებლის მძიმე ხელობით შრომას და შემდეგ მთელი ცხოვრება ეს ჭაპანი ზიდა სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია, არ შეეძლო და იმიტომ... აბა, მასწავლებელი, რომ არ ყოფილიყო, როგორ მოახერხებდა ყველასთვის თავი შეეყვარებინა, მისი ამქვეყნად ყოფით ყველა გაეხარებინა და სიკეთით აევსო; იმქვეყნად წასვლით კი, ყველა აეტირებინა, სევდით შეემოსა და გული დაეწყვიტა?!
...სკოლის მერხიდან ერთ ადამიანთან ერთად მოდიოდა, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა, ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი მოუვლინათ მაგრამ, ერთობით და სიყვარულით ყველაფერი გადალახეს, ახლაც ამქვეყნიურ წუთისოფელში 2020 წლის 5 ნოემბერს, სულ ხუთი საათით დაშორდნენ ერთმანეთს შემდეგ კი, ირინა და მისი ლევანი ძველებურად შეერთდნენ და ერთად გაემართნენ იმქვეყნიურ მარადისობაში.
ირინა მას, შენს ლევანთან ერთად, ნათელი და სანთელი არ მოგკლებოდეს, ჩვენ კი, ყოველთვის გვემახსოვრებით და მოგვენატრებით!“- წერს კონტუათის საჯარო სკოლა.