loader

“გამოიყენეთ ნიღაბი წესის დაცვით! დღეს, გვაქვს სამედიცინო სისტემის კოლაფსი!“- მათთვის, ვინც აქციაზე მიდის, ექიმი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გამოიყენეთ ნიღაბი წესის დაცვით! დღეს, გვაქვს სამედიცინო სისტემის კოლაფსი!“- მათთვის, ვინც აქციაზე მიდის, ექიმი მიმართვას ავრცელებს

ექიმი ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე რჩევებს გასცემს მათთვის, ვინც დღეს აქციაზე წასვლას აპირებს.

“მათ გასაგებად, ვინც აქციაზე მიდის:
გამოიყენეთ ნიღაბი (წესის დაცვით!!)
გამოიყენეთ საიზოლაციაო ფარი(მხოლოდ ფარის გამოყენება არ ანაცვლებს ნიღბის გამოყენებას!!)
დაიცავით დისტანცია!!!
ხელები ხშირად დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით!
გაითვალისწინეთ:
დღეს, პასუხს აგებთ არამხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე!!!
დღეს, გვაქვს სამედიცინო სისტემის კოლაფსი!
დღეს, თქვენ წყვეტთ, ხდებით თუ არა ერთერთი მონაწილე ვირუსის გადაცემათა გრძელ ჯაჭვში!!!
დღეს თქვენ წყვეტთ, გაზრდით თუ არა მოთხოვნას ჰოსპიტალურ სექტორზე!
და კი, ხმები არ უნდა მოგვპარონ! მაგრამ!!! ადამიანების სიცოცხლე უზენაესია და ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარს და სხვისას!“- წერს ანი ქავთარაძე.