loader

“სველი ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული, არც ერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი“ - აშშ-ში მოღვაწე ექიმი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სველი ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული, არც ერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი“ - აშშ-ში მოღვაწე ექიმი მიმართვას ავრცელებს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სამართალდამცველებს მიმართავს.

“ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, თქვენ ქვეყნის და ადამიანების დასაცავად დაგიქირავათ საზოგადოებამ. მათ შორის, იმ ადამიანებმაც, ვისაც პანდემიის პიკზე, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით დევნით...
სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ, ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში. საქართველოში უკვე არც ერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი დაავადებულების მისაღებად. თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ-ერთი, ვისაც ხვალ დახმარება დასჭირდება და ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ გადავსებული იქნება.
ვერ იცხოვრებთ ამ ცოდვით, ვერ გაუსწორებთ თვალებს თქვენს შვილებს!!!
ახლა, მშიერი, გადაცივებული, უფლებაწართმეული, დასტრესილი ადამიანების დევნა მკვლელობაზე შეგნებულად წასვლაა!
გთხოვთ, ნუ მოკლავთ ადამიანებს!!!"