loader

"ამ ლაჩარს ვინმემ აუხსნას, რომ პირადად მისი საქმე იყო გაქცევა, ოპოზიციას ტენის თავის მშიშრობას ეს სინდისგარეცხილი" - თამარ ჩერგოლეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ლაჩარს ვინმემ აუხსნას, რომ პირადად მისი საქმე იყო გაქცევა, ოპოზიციას ტენის თავის მშიშრობას ეს სინდისგარეცხილი" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე და "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ამ ლაჩარს ვინმემ აუხსნას, რომ პირადად მისი საქმე იყო გაქცევა, და პირადად მისი საქმეა დაბრუნებაც. ოპოზიციას ტენის თავის მშიშრობას ეს სინდისგარეცხილი. ვინც ამას თავზე ისვამთ, როგორ გძინავთ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, ის საქართველოში დაბრუნდება.

"თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.