loader

“ლევანი ყვირილზე გამოვიდა და ნახა, რომ მიშო ძირს ეგდო ყელგამოჭრილი… მასაც ყელში გამოუსვა“ - თაკო ჩარკვიანი თემქაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ლევანი ყვირილზე გამოვიდა და ნახა, რომ მიშო ძირს ეგდო ყელგამოჭრილი… მასაც ყელში გამოუსვა“ - თაკო ჩარკვიანი თემქაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს

პარტია „კანონი და სამართლის“ წევრი ლევან შაბურიშვილი, რომლის სახლშიც მის მეგობარს მიშო მელიქიშვილს ყელი გამოჭრეს, თავადაც დაჭრილია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.

„ბეწვზეა გადარჩენილი, სახლი გადამწვარია. თავიდან ასე გავიგეთ, რომ ხანძარი გაჩნდა, თურმე, ლევან შაბურიშვილთან სახლში მივიდა ის ბიჭი გოგოსთან ერთად... ლევანი ყვირილზე გამოვიდა და ნახა, რომ მიშო ძირს ეგდო ყელგამოჭრილი. მასაც ყელში გამოუვსა, ლევანი გარეთ გავარდა შველის სათხოვნელად, ვიღაც ღვთისნიერმა სასწრაფო გამოიძახა და დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიშო გარდაიცვალა, ალბათ, არტერიაში მოხვდა. ამ პირს სავარაუდოდ კვალის დაფარვა უნდოდა და სახლს ცეცხლი წაუკიდა. აფთიაქიდან და მაღაზიიდან ვიდეოკამერები ამოიღეს, სახანძრო გამოიძახეს და ეს ბიჭი დააკავეს. ლევანი საავადმყოფოშია, როგორც გვითხრეს, მართვით სუნთქვაზეა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, თბილისში, თემქაზე მკვლელობა მოხდა, მამაკაცს ყელი გამოჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი