loader

"ვინც სტადიონზე ბლატებით მოხვდა, ყველა ნაგავია... ან რომ გაჰკივის, ზურა ერთიაო, რომელი ადამიანია ორი? გაგვეშვით თქვენი მახინჯი ღირებულებებით" - პატარაია ქეთი დოლიძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც სტადიონზე ბლატებით მოხვდა, ყველა ნაგავია... ან რომ გაჰკივის, ზურა ერთიაო, რომელი ადამიანია ორი? გაგვეშვით თქვენი მახინჯი ღირებულებებით" - პატარაია ქეთი დოლიძეს

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია რეჟისორ ქეთი დოლიძის "ფეისბუქსტატუსსა" და კომენტარს ეხმაურება, რომელმაც სოციალურ ქსელში ზურა ყიფშიძეს მხარდასაჭერი პოსტი მიუძღვნა და საზოგადოებას მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, გუშინდელ საფეხბურთო მატჩს სახელისუფლებო ელიტის გარდა, ასევე მსახიობი ზურა ყიფშიძეც ესწრებოდა, რამაც ფეხბურთის ქომაგთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

პატარაია სოციალურ ქსელში, Facebook-ის პირად გვერდზე, აქვეყნებს სტატუსს. მისი თქმით, ვინც გუშინ სტადიონზე "ბლატებით" მოხვდა, ყველა ნაგავია:

"რა გაგვიწყალა გული ამ ქალმა ხან "კუკარაჩათი", ხან რობიკოთი და ხან ზურათი? პატივისცემა დაჟინებული მოთხოვნით არ მოიპოვება. ან რომ გაჰკივის, ზურა ერთიაო, რომელი ადამიანია ორი? ტეხავს საკუთარ თავზე შეყვარებულობა. ნუ წაიღეთ ტვინი "სახალხო არტისტებმა". ოდესღაც რაღაც კარგი შეგიქმნიათ, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ქმნით ღირებულს - ჩამორჩით დროს. და იმიტომ კი არ ჩამორჩით, რომ ასაკი მოგემატათ, არა, იმიტომ ჩამორჩით, რომ "წითელ ინწელიგენციას" ვერ გასცდა თქვენი აზროვნება და ღირებულებები, რომლის მიხედვითაც ზურა ყიფშიძე ფეხბურთის გულითად გულშემატკივარზე მეტია. გაგვეშვით თქვენი მახინჯი სავოკური ღირებულებებით: ვინც გუშინ სტადიონზე ბლატებით შევიდა, ყველა ნაგავია! საქართველოში ბლატები, "ნარუშილოვკები" და პრივილეგიები უკვე სირცხვილია!" - წერს პატარაია.