loader

"არ იქნებოდა ურიგო, ჩვენს ქვეყანაში, მძიმე პაციენტებში, აღნიშნული მედიკამენტით დაწყებულიყო სამეცნიერო კვლევა" - ბიძინა კულუმბეგოვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ იქნებოდა ურიგო, ჩვენს ქვეყანაში, მძიმე პაციენტებში, აღნიშნული მედიკამენტით დაწყებულიყო სამეცნიერო კვლევა" - ბიძინა კულუმბეგოვი

"Baricitinib - რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტმა, რომელიც მიეკუთვნება JAK ინჰიბიტორების კლასს, წინასწარი კვლევებით აჩვენა 71%-იანი სიკვდილიანობის შემცირება საშუალო და მძიმე COVID19-იან პაციენტებში. ამ დროისთვის მიმდინარეობს 20-მდე კვლევა მისი ეფექტურობის უფრო ზუსტი შეფასებისთვის. წამალი იმედის მომცემია, ეფექტი განპირობებულია მისი ანტივირუსული და იმუნომოდულაციური ბუნებით.

არ იქნებოდა ურიგო, ჩვენს ქვეყანაში, მძიმე პაციენტებში, აღნიშნული მედიკამენტით დაწყებულიყო სამეცნიერო კვლევა. იქნებ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა!!!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ მედიკამენტის ასე საჯაროდ დასახელება არ შეიძლება, ალერგოლოგი წერს, რომ ეს მედიკამენტი საქართველოში არ იყიდება და ვერავინ შეიძენს.

"წამალი არ არის საქართველოში, დამშვიდდით, ვერავინ შეიძენს. მსოფლიო პრესაში დაიწერა და დამალული ისედაც არაფერია. ლაბორატორიიდან ნამდვილად არ გამომიტანია ინფორმაცია" - წერს კულუმბეგოვი.