loader

“სულ ერთია, სიჩლუნგით მოგდით, ანგარებით თუ სიმხდალით, ხართ ადამიანები? არა, არ ხართ!“ - ირინა სარიშვილი საზოგადოების ნაწილს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სულ ერთია, სიჩლუნგით მოგდით, ანგარებით თუ სიმხდალით, ხართ ადამიანები? არა, არ ხართ!“ - ირინა სარიშვილი საზოგადოების ნაწილს მიმართავს

“საბავშვო ბაღები დახურულია.
დიდი ალბათობით მომავალი თვიდან დაიხურება ადრეული განვითარების ცენტრები და ონლაინ რეჟიმზე გადავა, რაც უბრალოდ კომიკურია, როცა ეს 1–5 წლის ბავშვებს, განსაკუთრებით პრობლემურ ბავშვებს ეხება.
და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამ ღორმა ხელისუფლებამ 3 მილიარდი და უფრო მეტიც შეჭამა ნაცვლად იმისა, რომ გაეხსნა საველე საავადმყოფოები, შეეძინა აპარატურა, ტესტები, გადაემზადებინა ექიმები, უზრუნველეყო კოვიდის პანდემიის დროს არა მხოლოდ კოვიდინფიცირებულთა, არამეს სხვა დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურეობა, რომლებიც არა ნაკლებ, თუ მეტი არა, საფრთხეში არიან ამ სრული უპატრონობის და განუკითხაობის დროს, როცა იძულებული ვართ, თავად დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ მართლა არ გავწყდეთ.
მეტი რომ არაფერი ვთქვა, პოლიტიკასაც რომ არ შევეხო, როცა ივანიშვილის და მის ჩინოვნიკთა ღორობის გამო ჩემი პატარების განვითარება ფერხდება და ფერხდება სერიოზულად (შიმშილზე, უმუშევრობაზე და სხვა პრობლემებზე აღარაფერს ვამბობ), ვინც ამათ კიდევ იცავთ, ამათ მხარეზე ხართ და ამათ გამო მზად ხართ ნებისმიერ საძაგლობას ტაში დაუკრათ, აი თქვენ ყველა – ადამიანები ხართ? სულ ერთია, სიჩლუნგით მოგდით, ანგარებით თუ სიმხდალით, ხართ ადამიანები? არა, არ ხართ! და სანამ ამას არ მიხვდებით, თქვენ – ტაშისდამკვრელებო, ამ ღორებთან ერთად ხართ პასუხისმგებელი ყველაფერზე.
ეს რეალობა უნდა დასრულდეს, და თუ ამ საქმეში მხარდაჭერა არ შეგიძლიათ, ხელს მაინც ნუ გვიშლით, რადგან ამათი დასასრული თქვენს გადარჩენასაც ნიშნავს და რაც მალე მიხვდებით ამას, მით უკეთესი ჩვენთვის და თქვენთვისაც.
ღორების და გამყიდველების მმართველობა უნდა დასრულდეს.“- წერს ირინა სარიშვილი.