loader

"გაკეთდა ყველა ანალიზი, რაც კი შესაძლებელია, ბევრი ადამიანი დაგვეხმარა" - ვახო სანაიას მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაკეთდა ყველა ანალიზი, რაც კი შესაძლებელია, ბევრი ადამიანი დაგვეხმარა" - ვახო სანაიას მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ჟურნალისტ ვახო სანაის მეუღლე თამუნა ყურაშვილი შვილის დაბადებიდან გასულ ერთ წელს სოციალურ ქსელში აჯამებს:

"შარშან ზუსტად ამ დროს, 2 დეკემბერს, ორს რომ ორი წუთი აკლდა, ისე გაჩნდა ეს ბიჭი ამ ქვეყანაზე. წონა რომ გავიგე, შოკში ვიყავი ისეთი პატარა იყო - 2 600. უბრალოდ არ ველოდი. ეს ფოტო საავადმყოფოს პალატაშია გადაღებული ზაფხულში, ფილტვების ანთება დაემართა ისე, არსაიდან, მერე იყო შიდა ინფექცია, მერე იყო ინტენსიური განყოფილების ერთი ურთულესი კვირა.

ორი თვიდან გადაწყვიტა, რომ ცოტა ჭამოს. ამის მერე დაიწყო ჩვენი სამედიცინო ისტორია, რომელიც მოიცავს მთელს მსოფლიოს. ვარკვევთ რატომ ჭამს ცოტას, ჯერ ვერ გავარკვიეთ. ამ თვეების განმავლობაში გაკეთდა ყველა ანალიზი, რაც კი შესაძლებელია, ბევრი ადამიანი დაგვეხმარა სიტყვით და საქმით, მადლობა მათ! ჩართულია ყველა ექიმი, ვინც კი გაგიგიათ აქ და უცხოეთში. მაგრამ სანის არ აინტერესებს, ჭამს რამდენიც უნდა, იზრდება და ვითარდება ასაკზე უფრო უკეთ ყველა მიმართულებით, მარტო სიგანე გავკლია.

უბრალოდ ვაჭმევთ ხშირად და მაღალკალორიულ სპეციალურ რაღაცეებს. ყველაზე მაგარი ისტორიაა - როცა მოვიძიეთ ყველაზე მაღალკალორიული საჭმელი სამყაროში ბავშვებისთვის, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ იყიდებოდა და დიდი რისერჩის მერე გაირკვა, რომ უნისეფი არიგებს აფრიკის ქვეყნებში. მაშინ ისეთი გათიშული ვიყავი, რომ დამავიწყდა, ჩემი მეგობარი რომ მუშაობდა უნისეფში. გაირკვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ზედმეტი წონის პრობლემა აქვთ ბავშვებს და ეს საჭმელი აქ არ შემოდის. მიწერილია ცენტრალურ ოფისში, იქნებ აფრიკელი ბავშვებისგან ცოტა გვიწილადონ. მოკლედ, ასეთია სანი, გუშინ კიდევ ორი კბილი ამოუვიდა და იმედია ჭამაზე ნაკლებს გვანერვიულებს ყველას, მთელს მსოფლიოში".