loader

“დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის... თმაზე სამედიცინო სკოჩით აკრავდნენ საკვებ ზონდს, მერე აფხრეწდნენ“ - ირინა სარიშვილის ამაღელვებელი წერილი მეოთხე გარდაცვლილ შვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის... თმაზე სამედიცინო სკოჩით აკრავდნენ საკვებ ზონდს, მერე აფხრეწდნენ“ - ირინა სარიშვილის ამაღელვებელი წერილი მეოთხე გარდაცვლილ შვილს

“დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის, რატომ არ მოვიტაცე ჩემი პატარა რიჟიკა გიორგი კლინიკიდან, სადაც ის
1. სუროგატი დედის – ფული აიღო და დაიკიდა;
2. სუროგაციის დამკვეთი დედის – ტყუპები ანუ 2 ბევრი იყო თან აქედან ერთი პრობლემური და ჯანმრთელი რომელიც იყო, ის წაიყვანა;
3. მეან–გინეკოლოგის – სუროგატსაც და დამკვეთსაც უთხრა – გზაში მოგიკვდებათო, არადა ბავშვმა 10 თვე იცოცხლა და არავის ის არ მოუკითხავს;
4. ბავშვის რეალური დიაგნოზის არმცოდნე და არდაინტერესებული მედპერსონალის (ექთნების ჩათვლით) – რიჟიკას თმაზე სამედიცინო სკოჩით აკრავდნენ საკვებ ზონდს, მერე აფხრეწდნენ და რაკი ხმა არ ქონდა დასუსტებულ ბავშვს და მარტო სახეს მანჭავდა, არ ტკივაო ამბობდნენ... აი ამათი ჩათვლით;
5.ადამიანთა გულგრილობის მსხვერპლი გახდა.

თან თავს ვერ ვპატიობ და თან იმასაც ვხვდები, რომ საავადმყოფოდან მისი გატაცებით ვერაფერს მოვასწრებდი, რადგან გვიან იყო – ის როცა დაიბადა, ჯერ დამკვეთმა დედამ, მერე სუროგატმა დედამ და მერე ყველა დანარჩენმა ფეხებზე დაიკიდა.
და მაინც არ მტოვებს ეს საშინელი გრძნობა – რომ მომეტაცა ეგებ გადარჩენილიყო. არადა ვიცი რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა.
ერთადერთი რაც მოვასწარი, 10 თვის განმავლობაში ყველასგან მიტოვებულმა, სრულ მარტოობაში მყოფმა გიორგიმ მოასწრო და იგრძნო დედის სითბო.“- წერს ირინა სარიშვილი.

ჰოდა ძალიან ბრძენების, საკუთარი ცხოვრების არმქონე სხვისი ცხოვრების განმკითხავების საყურადღებოდ რჩევა:
არასოდეს დაადანაშაულოთ თუნდაც ირიბად შვილის სიკვდილში ნამდვილი, ხაზს ვუსვამ – ნამდვილი მშობლები. ისინი ამას, არაფერ შუაშიც რომ არ იყვნენ, თვითონ აკეთებენ.