loader

“საჭიროა თუ არა ვაქცინაცია COVID-19 გადატანის შემდეგ?" - აშში მოღვაწე ქართველი ექიმი ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საჭიროა თუ არა ვაქცინაცია COVID-19 გადატანის შემდეგ?" - აშში მოღვაწე ქართველი ექიმი ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს

“გილოცავთ COVID-19 ის ვაქცინაციის პროცესის დაიწყებას
კითხვა: "მჭირდება თუ არა ვაქცინაცია COVID-19 გადატანის შემდეგ?"
მოკლე პასუხი: "დიდი ალბათობით კი"
გრძელი პასუხი:
"ამჯერად უცნობია (არ არის საკმარისი ინფორმაცია) იმის შესახებ, თუ რა ხანგძლივობით გასტანს COVID-19 - ის საწინააღმდეგო ანტისხეულები ინფექციის გადატანის შემდეგ ე.წ. "ბუნებრივი იმუნიტეტი".
ადრეული მონაცემების მიხედვით ბუნებრივი იმუნიტეტი არ გრძელდება დიდი ხნით და იმუნური პასუხი შესაძლოა დამოკიდებულ იქნეს დაავადების სიმძიმეზე და ბევრ სხვა ფაქტორზე ანუ ადამიანებმა რომელთაც გადაიტანეს ვირუსი მსუბუქად ან ასიმპტომურად შესაძლოა არ ქონდეთ ისეთივე ძლიერი იმუნური პასუხი როგორც სხვა, შედარებით მძიმედ მიმდინარე პაციენტებს."