loader

“საკმარისია ბერკეტი მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდოს ხელში და მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია - ბაქრაძე ვერ გააჩერებს! ვიცი, როგორი ტიპის ვამპირული დამოკიდებულება აქვს ძალაუფლებასთან“- ელისო ბოლქვაძე ვრცელ წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საკმარისია ბერკეტი მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდოს ხელში და მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია - ბაქრაძე ვერ გააჩერებს! ვიცი, როგორი ტიპის ვამპირული დამოკიდებულება აქვს ძალაუფლებასთან“- ელისო ბოლქვაძე ვრცელ წერილს აქვეყნებს

„არის ასეთი პარტია „ევროპული საქართველო“, რომელშიც ბოკერია, უგულავა და სხვები არიან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საკმარისია, ამ ორპოლუსიანი არჩევნების შედეგად ბერკეტი მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდოს ხელში და მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია-ბაქრაძე ვერ გააჩერებს. მე ვიცი, როგორი ტიპის ვამპირული დამოკიდებულება აქვს მას ძალაუფლებასთან“.
თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ იქ, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, დიდ უმრავლესობას ოპოზიცია მოიგებს:
„იქ, სადაც მეორე ტური იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული, დიდ უმრავლესობას ოპოზიცია მოიგებს. იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდაც ასეა. უმრავლესობას და ხელისუფლებას მხარდამჭერი ვინც ჰყავს, პირველივე ტურში მიდის და აძლევს ხმას. შეკრების უფრო მეტი რესურსი ოპოზიციურ კანდიდატებს გააჩნიათ“.
აი აქ იყავით 2020 წლის იანვარში, მოვიდა დეკემბერი და ხართ იქ, სადაც დანარჩენი ოპოზიცია, თავისი ბრალდებებით და ივანიშვილის ხელწერის კრიტიკით.
ქართულ პოლიტიკაში ანტიგმირის სტატუსზე გასული 30 წლის განმავლობაში კონკურსი არ შემწყდარა, ხან ვინ ფლობდა ამ წოდებას, ხან ვინ. ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა, ყველაფერი მანკიერი მოირგო და შეისისხლხორცა. "მრისხანე" ოპოზიციონერის როლში შეჭრილს ასეთი ფრაზაც კი ათქმევინა სინდისისგან თავისუფალმა გონებამ: “ოპოზიციამ რვა წლის განმავლობაში ყველა არჩევნები წავაგეთო”...
როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც იმავე 1990 წლიდანაა ქართულ პოლიტიკაში, ეროვნული მოძრაობიდან მოდის, დამოუკიდებლობის აქტზეც ხელი მოაწერა და პარლამენტის წევრიც გახდა 1999 წელს, მთლიანად ამოშალა თავისი მეხსიერებიდან ოცნებაში გატარებული წარსული. პოლიტიკური გახრწნილებისა და უტიფრობის მსგავსი მაგალითი, როგორიც გუბაზია, ალბათ არათუ ქართულ, მსოფლიო პოლიტიკაშიც ძნელი საპოვნელია. დაუჯერებელია, მაგრამ ნუთუ შეძელით და ნაბიჯი გადადგით იმ მიმართულებით, შედექით იმ გზაზე, რომლის დასასრულიც ცალსახად და გარდაუვლად გუბაზ სანიკიძეობაა?