loader

“გზა, რაზეც მყარად ვდგავართ, გაგვიყვანს 25,000 დაღუპულამდე! ამ ტრაექტორიის შეცვლა არც ექიმებს, არც ბიოლოგებს და არც მთავრობებს არ შეუძლიათ“ - აშშ-ში მოღვაწე ქართველი მოლეკულური ბიოლოგი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გზა, რაზეც მყარად ვდგავართ, გაგვიყვანს 25,000 დაღუპულამდე! ამ ტრაექტორიის შეცვლა არც ექიმებს, არც ბიოლოგებს და არც მთავრობებს არ შეუძლიათ“ - აშშ-ში მოღვაწე ქართველი მოლეკულური ბიოლოგი მიმართვას ავრცელებს

აშშ-ში მოღვაწე ქართველი მოლეკულური ბიოლოგი, ცოტნე ჯავახიშვილი, Facebook-ზე საქართველოსა და მსოფლიოს ეპივითარებას, ვაქცინის საკითხსა და კორონავირუსის თვისებებს ეხმიანება.

“რას აპირებს კორონა N3
გზა რაზეც მყარად ვდგევართ გაგვიყვანს 25,000 დაღუპულამდე. ეს ჩვენთან, საქართველოში. მსოფლიოში - 50 მილიონამდე.
ამ ტრაექტორიის შეცვლა ცალკე არც ექიმებს, არც ბიოლოგებს, არც ბიოტექს, არც ფარმებს და არც მთავრობებს არ შეუძლიათ.
აშშ ში დღემდე დაღუპულების რიცხვი მიუახლოვდა ესპანური გრიპის დროს დაღუპულების ნახევარს. ეს მარტო 1 წელიწადში.
Homo sapiens მუშაობს წამლებზე, ვაქცინებზე, მოკლედ სახეობის გადარჩენაზე. იგივეს აკეთებს ეს ვირუსი. თანაც დიდი ხანია. ჩვენ ჩამოვრჩებით.
კორონას გენომი დაპროგრამებულია წამლების და იმუნიტეტისგან დაცვის მექანიზმებით. ეს დიდი (დიიიიდი) ხანია ცნობილია.
სარს 2 ვირუსი არ არის "უცნობი მტერი". ყველაფერი რისი ცოდნაც საჭიროა, 2007-8 ში დაგროვდა, დადასტურდა და შემოწმდა. ცხადი გახდა რომ სარს1 პანდემია მხოლოდ “პირველი სერია” იყო.
2018 ში უკვე ნანახი იყო ცვლილებები რაც კორონავირუსს რემდესივირის ტიპის წამლებისგან იცავს. ასეთი თავდაცვის მექანიზმი სარს1ის, მერსის, და სარს2 ის ვირუსებს ერთი აქვთ.
კორონას გენომში ნაპოვნია ცვლილებები რაც ასე იკითხება -
ამ ვირუსს შეუძლია გაზარდოს მუტაციების სიხშირე. ანუ “მომაწვები-მოგაწვების” მექანიზმი აამუშაოს. ახალი აქ არაფერია გარდა იმისა რო “მოგაწვები” ამუშავდა. შედეგი, როგორც იტყვიან, სახეზეა. ან სადმე სხვაგან...
რემდესივირის მიმართ მდგრადობის ე წ სნიპები (სნიპი მუტაციების ერთგვარი ჯგუფია) ნაპოვნია 2018 წელს. თანაც ისეთი რაც მძიმე ან ხანგრძლივი (ან ორივე ერთად) სელექციური წნეხის შედეგი უნდა იყოს. ეს უკვე გენეტიკური კოდის თავისებურებაა. სად წააწყდა წინა კორონა ამ წნეხს, ზუსტად ცნობილი არ არის.
ვაქცინების შექმნის ბევრი და ბევრნაირი ტექნოლოგიის აუცილებლობა ეჭვგარეშეა. უმრავლესობა ძველ, ათასჯერ შემოწმებულ, და გამარტივებულ მეთოდებზე დგას. მაგ, ანტიგენის ტრიმერიზაცია.
ისევე როგორც გრიპის, კორონას ახალი ვაქცინებიც პერიოდულად დაგვჭირდება. ამიტომ არის აუცილებელი ბევრნაირი ვაქცინის გამოცდა. დღეს უკვე დაწყებულია შემდეგის შემდეგი თაობის ტექნოლოგიებზე მუშაობა. ეგაა რომ მოლოდინი სინამდვილის შესაბამისი უნდა იყოს. ანუ არც “ავშენდით” და არც “დაგვენძრა”. ჯერჯერობით სადღაც შუაში ვართ. კორონას ექნება ე წ ტალღურობა, ანუ სეზონურობა და პერიოდულობა. როგორი და რამხელა - არ ვიცით. მარტის იდების არ იყოს, პირველ სეზონს ჯერ არ ჩაუვლია.
პირადად მე ყველანირი ვაქცინის გაჩხერას ვაპირებ. ექსპერიმენტულის ჩათვლით. ამ განცხადებას დიდ მნიშვნელობა არა აქვს. მესმის. ჩემზე ბევრად მნიშვნელოვანი ხალხი ამ ჭკუაზეა.
თუ კარგად მოვიქცევით, 25 ათასზე ნაკლები დაღუპული გვეყოლება. თუ ცუდად მოვიქცევით - მეტი.“- წერს ცოტნე ჯავახიშვილი.