loader

"ვდგავართ ქუჩაში, სახლში 8 შვილი მელოდება, ეს ხომ არაადამიანური საქციელია" - რას წერს ექთანი, რომელიც დღეში 20 - მდე პაციენტს უფასოდ ემსახურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვდგავართ ქუჩაში, სახლში 8 შვილი მელოდება, ეს ხომ არაადამიანური საქციელია" - რას წერს ექთანი, რომელიც დღეში 20 - მდე პაციენტს უფასოდ ემსახურება

"ვდგავართ ქუჩაში, სახლში 8 შვილი მელოდება, ეს ხომ არაადამიანური საქციელია" - რას წერს ექთანი, რომელიც დღეში 20 - მდე პაციენტს უფასოდ ემსახურება

“ჩემო მეგობრებო იქნებ ვინმემ შეეძლოთ ჩემი დახმარება, წყნეთში ვიყავი კოვიდ პაციენტთან, დამაგვიანდა გზაში 9 საათამდე ვერ მოვახერხე სახლში მოსვლა და ვდგავართ ბაგებში მე და ჩემი მძღოლი , 1 საათია ვრეკავ 144 ზე და ვერ დაუკავშირდი.  მივმართე აქ მყოფ პატრულს დახმარებისთვის ავუხსენი რომ ასეთი სიტუაცია მაქვს მეთქი მოხალისე ექთანი ვარ კოვიდ პაციენტების ვუკეთებ გადასხმებსმეთქი და ისეთი ცივად მომექცა ჯერ პირადი ნომერი გამომართვა უფროსთან გავარკვევო და მერე უარი მითხრა ვერ დაგეხმარებიო, მეთქი სახლამდე მოგვაცილოთ იქნებ და უარი მითხრა ეს ხომ არაადამიანური საქციელია. დღევანდელი პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საქციელი, ავადმყოფებს სახელმწიფო ვერ ეხმარება ისევ ადამიანები ვეხმარებით ერთმანეთს და ასეთ დროს რომ გვერდით არ დაუდგება პატრული მოხალისე ექთანს რომელიც მთელი დღე 20 მდე ოჯახს ემსახურება და გადასხმებს უკეთებს ბრავო ჩვენს პატრულს, ვდგავარ ქუჩაში უკვე საათნახევრია და სახლში 8 შვილი მელოდება“- წერს ნათია დიაკონიძე.