loader

"გადაიღე, გთხოვ!" - რა სიურპრიზი გაუკეთეს ქართველმა სტუდენტებმა ლექტორებს და რა რეაქცია ჰქონდათ მათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადაიღე, გთხოვ!" - რა სიურპრიზი გაუკეთეს ქართველმა სტუდენტებმა ლექტორებს და რა რეაქცია ჰქონდათ მათ

სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო ვრცელდება.

კადრებში ჩანან სტუდენტები, რომლებმაც პანდემიის პერიოდში ლექტორებს სიურპრიზი გაუკეთეს.

"ჩვენს კურსს გვინდოდა პანდემიის ამ მძიმე პერიოდის დროს ლექტორების გახარება. მთელი სემესტრი ისინი მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანს ხედავდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ასეთი სიურპრიზი გაგვეკეთებინა და ამ მცირე ჟესტით გაგვეხარებინა და გაგვემხნევებინა ისინი. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ! 
პ.ს. დროში შეზღუდვისა და ჩვენი მხრიდან დაგვიანების გამო სამწუხაროდ ბატონ გიორგისთან ვერ მოხერხდა მსგავსი ვიდეოს გადაღება, თუმცა, რა თქმა უნდა, მასაც დიდ მადლობას ვუხდით და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!"