loader

"ვერ ვიტან ადამიანების დაბულინგებას, მაგრამ ამის არშემჩნევა არ შეიძლება, თან საბავშვო ბაღში მუშაობს ეს ვიღაც ძონძი ქალი" - ინგა გრიგოლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ ვიტან ადამიანების დაბულინგებას, მაგრამ ამის არშემჩნევა არ შეიძლება, თან საბავშვო ბაღში მუშაობს ეს ვიღაც ძონძი ქალი" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ რეპორტაჟი ჰქონდათ მომზადებული, სადაც ბავშვებს ეკითხებოდა ჟურნალისტი, თუ რაზე ოცნებობდნენ, რომ თოვლის ბაბუას მიეტანა.

სოციალური ქსელის მომხმარებლის სტატუსმა, რომელიც ამ თემას ეხებოდა, გრიგოლია გააღიზიანა.

„ვერ ვიტან ადამიანების დაბულინგებას, მაგრამ ამის არშემჩნევა არ შეიძლება. დღეს გადაცემაში რეპორტაჟი მქონდა, პატარა, საყვარელი ბავშვები, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაზე ოცნებობთ, რომ თოვლის ბაბუამ მოგიტანოთო, პიურე და კატლეტიო, ამბობდნენ.

ხომ ვერ წარმომედგინა, რომ ბავშვების ასეთ სიდუხჭირესა და ოცნებებზე ვინმე მოახერხებდა და ამას დაწერდა. მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ამბავი. თან საბავშვო ბაღში მუშაობს ეს ვიღაც ძონძი ქალი, ბაღში რომ მუშაობს, უწერია... ხოდა აი, რა რეაქცია აქვს ამ ბავშვების სულისშემძვრელ ოცნებაზე, ბავშვებზე, რომლებიც საჭმელზე ოცნებობენ.

სახედაკარგული და უზნეო ადამიანი როგორია, ამ ბავშვების სახეებზე და ამ ქალის რეაქციით მიხვდებით. რა ხალხი გყავთ დასაქმებული იქ, სადაც ბავშვები არიან“ - წერს ინგა გრიგოლია.