loader

"ინტრიგნების საყურადღებოდ" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინტრიგნების საყურადღებოდ" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს: "ინტრიგნების საყურადღებოდ! ვაქცინა იმიტომ არ გავიკეთე ჯერ რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩვენთან ვაქცინა არ შემოსულა!

სხვაგან ვაქცინას არავინ გაგიკეთებს იმიტომ რომ პრიორიტეტული რიგი დგას და იმათ უკეთებენ ვაქცინას ვინც რისკჯგუფშია! პლიუს მოქალაქე უნდა იყო!
არც მილიონერი ვარ, არც დიპლომატი და არც მთავრობის წარმომადგენელი რომ ავიღო და რიგს გადავახტე ან სადმე სხვა ქვეყანაში გავიკეთო ვაქცინა. კიდევ შვიდჯერაც რომ დამემართოს კორონა ვირუსი მაინც არ გავიკეთებ ვაქცინას რისკჯგუფის ხარჯზე. მათ ვაქცინა ჩემზე მეტად სჭირდებათ!
ამიტომ თქვენი ბოროტი კომენტარები თქვენთვის შეინახეთ და ჩემი რიგი რომ დადგევა ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ!
ჯანმრთელობას და მეტ სიკეთეს გისურვებთ მაგ გულებში!" - წერს ანიტა რაჭველიშვილი.