loader

“ვიხუმრე, ჩემს პიტბულს 60 წლის ქალი არ დაუგლეჯია“ - "ფეისბუქჯგუფში" გავრცელებული ინფორმაცია “ხუმრობა“ აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვიხუმრე, ჩემს პიტბულს 60 წლის ქალი არ დაუგლეჯია“ - "ფეისბუქჯგუფში" გავრცელებული ინფორმაცია “ხუმრობა“ აღმოჩნდა

“ვიხუმრე, ჩემს პიტბულს 60 წლის ქალი არ დაუგლეჯია“ - "ფეისბუქჯგუფში" გავრცელებული ინფორმაცია “ხუმრობა“ აღმოჩნდა.
დღეს "ფეისბუქის" ჯგუფში „ძაღლების კლუბი“ გავრცელდა ამბავი, რომ პიტბულმა 60 წლის ქალი დაგლიჯა.
„პიტბული მყავს. დილით ვასეირნებდი ქუჩაში და დაახლოებით 60 წლის ბებოს დაუყეფა. სანამ მიუახლოვდება ადამიანი, ზუსტად ამ ფორმით ესალმება ხოლმე. არასდროს მოგვლია მსგავსი რამ… მას ჯოხი ეჭირა, ვიცოდი რომ სხვანაირად გაიგებდა. რამდენჯერმე მოუქნია, შემდეგ ესროლა. ნასროლი კი მე მომხვდა. ამის დანახვაზე გაგიჟდა… ვეღარ ვიჭერდი. გამათრია, წამაქცია, ხელიც გამაშვებინა. სანამ ცოტა აზრზე მოვედი, ავდექი და თვალებიდან გამოვიხედე… მივარდა, ეცა, ზუსტად იმ ხელზე უკბინა და დაუკეტა, რომლითაც ჯოხი ისროლა. დაახლოებით 1 წუთის მანძილზე ვერ გავაშვებინე… ეგრევე პოლიცია, სასწრაფო, ჟურნალისტები და კაროჩე რა…
საშინელი სცენა ვნახე. სადმე უნდა მეთქვა, ცოტა მომეშვება… არ ვიცი, რა მოვიმოქმედო. მას მერე სახლში ვზივარ და ვკანკალებ. მირჩიეთ რამე” – დაწერა მეპატრონემ.

მოგვიანებით მან თქვა, რომ იხუმრა და იმავე ჯგუფში დაწერა:

„აღარაფერს აღარ დამიჯერებთ, ვიცი”.