loader

"რაზე ფიქრობთ მშობლებო? რისი გეშინიათ? აქამდე ვირუსი თქვენს შვილს არ შეხვედრია?" - ხატია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქტივისტებს სიტყვით მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაზე ფიქრობთ მშობლებო? რისი გეშინიათ? აქამდე ვირუსი თქვენს შვილს არ შეხვედრია?" - ხატია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქტივისტებს სიტყვით მიმართა

რესტორატორები და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ. ისინი თავდაპირველად პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს.

აქციაზე ასევე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებს სიტყვით ხატია სიჭინავამაც მიმართა.

"ერთი წელი გავიდა და ყველა მივხვდით, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალით ზრუნვას, სჯობს თვითონ ვიზრუნოთ ჩვენი შვილების მომავალზე. ამ მთავრობას გამორჩა, რომ პანდემიის გარდა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბავშვების ძალიან სავალალოა. ჩვენ გვინდა რომ ბავშვები დაუბრუნდნენ  წრეებს, სპორტს, განათლებას, ეს ყველაფერი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არ ვიცი რისი გეშინიათ გაციების თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის. ბავშვები უსიცოცხლო მცენარეებად გადაიქცენენ, საერთოდ აღარ უნდათ სწავლა და არც ონლაინ დასწრება. იძულებულნი ვართ, მშობლები, რომ ძალა ვიხმაროთ, რომ როგორმე მოვანდომოთ და დაესწრონ გაკვეთილებს. რაზე ფიქრობთ მშობლებო? რისი გეშინიათ? აქამდე ვირუსი თქვენს შვილს არ შეხვედრია? დაიცავით რეგულაციები და გამოუშვით ბავშვები ჯანმრთელ გარემოში. გახსენით სკოლები და ბაღები. გახსენით ქვეყანა! ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა", - განაცხადა ხატია სიჭინავამ.