loader

როდის გახდება ცნობილი, მოიხსნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაგეგმილზე ადრე? - პაატა იმნაძის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის გახდება ცნობილი, მოიხსნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაგეგმილზე ადრე? - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ირგვლივ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა და ახლა მთავარია, მოსახლეობა ხიბლში არ ჩავარდეს. ამის შესახებ იმნაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ ამავდროულად, დანის წვერზეა გავლა საჭირო.

მანვე აღნიშნა, ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ ცნობილი გახდება რაღაცების უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს ამ დროისთვისაა დაგეგმილი.