loader

"საერთო მოხმარების ტუალეტი თითოჯერ ყველას უნდა გაახეხინო, რომ ჩაურეცხავი აღარასოდეს დატოვონ" - ნინო ნადირაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საერთო მოხმარების ტუალეტი თითოჯერ ყველას უნდა გაახეხინო, რომ ჩაურეცხავი აღარასოდეს დატოვონ" - ნინო ნადირაძე

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ალაგებდნენ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს მოსწავლეები. კადრებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

ფაქტს სოციალურ ქსელში ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე გამოეხმაურა. ის მოსწავლეების მიერ ტუალეტების ხეხვას კატეგორიულად გაემიჯნა, თუმცა დამხმარე პერსონალს სოლიდარობას უცხადებს

„ისე, საქართველოში თითოჯერ ყველას უნდა გაახეხინო საერთო მოხმარების ტუალეტი, რომ დამლაგებლების იმედად მისვრილ-მოსვრილი და ჩაურეცხავი აღარ დატოვონ არასოდეს! ჩემი სოლიდარობა დამხმარე პერსონალს!

P.S. მერიის ტუალეტების მოსწავლეების მიერ ხეხვას ვემიჯნები კატეგორიულად“, - წერს ნინო ნადირაძე.