loader

ცოტნე გამსახურდიას ახალ ფოტოს მისი მეუღლე კლინიკიდან ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცოტნე გამსახურდიას ახალ ფოტოს მისი მეუღლე კლინიკიდან ავრცელებს

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია გერ­მა­ნი­ა­ში, შმი­დე­რის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებს მისი მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი. რო­გორც ჩანს, ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სიც კარ­გად მი­დის.

ცოტა ხნის წინ ანა ჯა­ბა­ურ­მა კლი­ნი­კი­დან მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ახა­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ერ­თწ­ლი­ა­ნი "გა­მო­კე­ტი­ლო­ბის", ტო­ტა­ლუ­რი გერ­მა­ნუ­ლი "ლო­ქ­და­უ­ნის", სა­ყო­ველ­თაო პამ­დე­მი­უ­რი ის­ტე­რი­ი­სა და მუდ­მი­ვად ურ­თუ­ლე­სი სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვის ფონ­ზე, მგო­ნი არა გ­ვი­შავს.

მად­ლო­ბა კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ცოტ­ნეს პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით მას­თან ჩემი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ყოფ­ნის დაშ­ვე­ბით" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი ფო­ტოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მისი დაჭ­რის ფაქ­ტზე 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.