loader

“უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე ვეღარ შემოვა“ - ნიკა გვარამია თეა წულუკიანისა და “ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების შესახებ წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე ვეღარ შემოვა“ - ნიკა გვარამია თეა წულუკიანისა და “ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების შესახებ წერს

“მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე ვეღარ შემოვა.
სამი ათასამდე ზარი განხორციელდა უცნობი ნომრებიდან (ყველა უპასუხოდ დარჩა) და საკომუნიკაციო კუთხით პარალიზებული ვიყავი მთელი დღე.
რაც წულუკიანმა გააკეთა, და მერე მას აყოლილმა “ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა, ეს არ იყო მხოლოდ პირადი ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება, არამედ ღია წაქეზება და მწვანე შუქის ანთება ორგანიზებულ და დანაშაულებრივ თავდასხმაზე ჩემს წინააღმდეგ.
და ბოლოს, შემოვიდა და ახლაც გრძელდება ათასზე მეტი მესიჯი. არც ერთს არ ვხსნი, მაგრამ პირველი წინადადებები ჩანს და 99% არის წარმოუდგენელი მხარდაჭერა (წულუკიანის მძიმე გინებაც). დიდი მადლობა ამისთვის“ -წერს ნიკა გვარამია.