loader

"მაინტერესებს, რას აპირებს ოპოზიცია... არ შევდივარ პარლამენტში და ბოიკოტს ვუცხადებ და წერტილი, ეს საკენკია" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაინტერესებს, რას აპირებს ოპოზიცია... არ შევდივარ პარლამენტში და ბოიკოტს ვუცხადებ და წერტილი, ეს საკენკია" - ნიკა გვარამია

"არ შევდივარ პარლამენტში და ბოიკოტს ვუცხადებ და წერტილი, ეს საკენკია ჩვეულებრივად" - ამის შესახებ "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ამომრჩეველს არ აინტერესებს მხოლოდ პარლამენტში შესულების კრიტიკა.

"არ შევდივარ პარლამენტში" და "ბოიკოტს ვუცხადებ" და წერტილი, ეს საკენკია ჩვეულებრივად. ამისთვის თქვენი ამომრჩეველი არა მგონია, რომ იღვწოდეს, რომ უყუროს, თქვენ როგორ ზიხართ სადღაც და აკრიტიკებთ პარლამენტში შესულებს. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. მე მოლოდინის რეჟიმში ვარ და მაინტერესებს, რას აპირებს ოპოზიცია, მათ შორის, პოლიტიკური პროცესის შეჩერებას, სასამართლო პროცესების შეჩერებას და წულუკიანისებრთაგან საქართველოს განწმენდას როგორ აპირებს, ამაზე ჯერ არაფერი მომისმენია", - ამბობს ნიკა გვარამია.