loader

მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, კერძო პირებს ვაქცინის კომერციულად შემოტანის შესაძლებლობა მიეცეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, კერძო პირებს ვაქცინის კომერციულად შემოტანის შესაძლებლობა მიეცეთ

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, კერძო პირებს მიეცეთ კოვიდ 19-ის ვაქცინის კომერციულად შემოტანის შესაძლებლობა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქზე" წერს.

"მთავრობას დათვლილი აქვს, თუ რა დაჯდება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია და მეორეს მხრივ, რა გვიჯდება ეს ეგრეთ წოდებული ლოკდაუნი და ეკონომიკის გაჩერება? ფაქტია, რომ ვაქცინის შემოტანა უნდა ყოფილიყო უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ფასის მიუხედავად და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი. მით უმეტეს, რომ მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო.

ამით უფრო სწრაფად ავამუშავებდით ეკონომიკას, შევაჩერებდით ბიზნესების გაკოტრებას, ადამიანების უმუშევრად დატოვებას. გაცილებით სწრაფად გავხსნიდით ქვეყანას ტურიზმისა და ინვესტორებისთვის. ასევე ვფიქრობ, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა.
სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა!" - წერს მამუკა ხაზარაძე.