loader

ვრცელდება იმ პირის დაკავების კადრები, რომელმაც ტრანსგენდერ ქალს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურაცხყოფა მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება იმ პირის დაკავების კადრები, რომელმაც ტრანსგენდერ ქალს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურაცხყოფა მიაყენა

პოლიციამ თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. სამართალდამცველებმა ლ.კ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გვრცელებულ ინფორმაციაში.