loader

"გოგოს დაბადების დღე ჰქონდა და ბიჭის მშობლებმა ბეჭედი აჩუქეს" - რას ამბობს ბებია, რომლის არასრულწლოვანი შვილიშვილის სავარაუდო ნიშნობიდან კადრები გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გოგოს დაბადების დღე ჰქონდა და ბიჭის მშობლებმა ბეჭედი აჩუქეს" - რას ამბობს ბებია, რომლის არასრულწლოვანი შვილიშვილის სავარაუდო ნიშნობიდან კადრები გავრცელდა

გუშინ, 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში არასრულწლოვნების ნიშნობის კადრები გავრცელდა. ვიდეოში ოჯახის წევრები 11 წლის გოგოს 15 წლის ბიჭზე ნიშნავენ. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

არასრულწლოვანი გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ბებია ამბობს, რომ ვიდეო არა ნიშნობას, არამედ დაბადების დღეს ეხებოდა და ბავშვი 15 წლისაა. მისი თქმით, ბიჭის და გოგოს ოჯახები რამდენიმე წლის წინ შეთანხმდნენ, რომ მათი შვილები იქორწინებდნენ, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო.