loader

"გადადგომამდე 5 წუთით ადრე, ამ დილით, მისი დახმარებით..." - რას წერს ჟურნალისტი გიორგი გახარიაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადადგომამდე 5 წუთით ადრე, ამ დილით, მისი დახმარებით..." - რას წერს ჟურნალისტი გიორგი გახარიაზე?

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაციაა, მელიას მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება თვითონ ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოებისა და მომავლის რისკებს ქმნის.

"ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც კანონმდებლობას პატივს არასდროს სცემდა და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, არის მიუღებელი".

პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას უამრავი გამოხმაურება და შეფასება მოჰყვა.

ჟურნალისტმა ესმა კუნჭულიამ გიორგი გახარიას შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ გადადგომამდე 5 წუთით ადრე, ამ დილით, მისი დახმარებით წოდორეთის პრობლემა მოგვარდა.

"დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაციაა, თვითონ ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოებისა და მომავლის რისკებს ქმნის. მაშინ, ყველაზე ადეკვატური გადადგა!!! ასე რომ აწი მეტი სიფრთხილე!!!

პ.ს. რომ არ დავწერო არ შემიძლია - გადადგომამდე 5 წუთით ადრე, ამ დილით, მისი დახმარებით წოდორეთის პრობლემა მოგვარდა - მარილის მანქანები დაიძრა ჩვენი თოვლში ჩაკეტილი სოფლისკენ.
ეს რატომ დავწერე იცით? გამიკვირდა: გადადგომის ბოლო წუთამდე იყო პოსტზე და ბოლო წუთამდე შეასრულა თავისი მოვალეობა - ქვემდებარე რეგიონში მოაგვარა პრობლემა. ესაა ადეკვატურობა!
დიახ, ის ადეკვატური გადადგა, ვის რეიტინგზეც და აიქიუზეც ეკიდა ოცნება.
ასე რომ..." - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში. 

იხილეთ ასევე: "ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შემ­დეგ ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი არა­ვის უჩ­ვე­ნე­ბია.ისიც და­დას­ტურ­და, რომ არც 20 ივ­ნისს გა­უ­ცია ბრძა­ნე­ბა" - გია ხუხაშვილი გახარიას გადადგომას აფასებს