loader

“გამოიწია ჩემზე გინებით და ვაპირებდი ყურადღება არც მიმექცია, მაგრამ წინ გადაუდგა ერთი ახალგაზრდა გოგო“ - რა შეემთხვა მიხეილ სააკაშვილს აეროპორტში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გამოიწია ჩემზე გინებით და ვაპირებდი ყურადღება არც მიმექცია, მაგრამ წინ გადაუდგა ერთი ახალგაზრდა გოგო“ - რა შეემთხვა მიხეილ სააკაშვილს აეროპორტში?

“ახლა ვბრუნდებოდი უკრაინაში სტამბულის გავლით და საინტერესო ისტორია შემემთხვა სტამბულის აეროპორტში.
ესკალატორზე მოძრაობისას თან ამედევნა ერთი აშკარად ქოც აქტივისტი, წინასწარ ცნობილი იყო, რომ დღეს უნდა დავბრუნებულიყავი უკრაინაში ამ რეისით და არამგონია, რომ ამ გაუპარსავი სუბიექტის გამოჩენა შემთხვევითი ყოფილიყო და გამოიწია ჩემზე გინებით და ვაპირებდი ყურადღება არც მიმექცია, მაგრამ ამასობაში შუაში მას წინ გადაუდგა ერთი ახალგაზრდა გოგო, რომელიც ასევე გვერდზე მოდიოდა და დაინახა ეს სცენა, ამ დროს მეც ჩავრთე ჩემი ვიდეო კამერა, მინდოდა რომ ეს გოგო თქვენც გენახათ, იმიტომ რომ მართლაც გულს ფსალმუნივით ეფინება ხოლმე ასეთი ადამიანების არსებობა საქართველოში - მათი გულისთვის ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
ამის შემდეგ, გზაში კიდევ შემომხვდა რამოდენიმე ქართველი და მეორე ადამიანიც ჩავწერე მისივე თხოვნით.
რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს ერთი მუჭა ხელისუფლების უზურპატორებთან და მათ მსახურებთან, მეორეს მხრივ, ახალ საქართველოსთან, რომელსაც მე ერთ დროს საკმაოდ არა მოკრძალებულად ვუწოდე "მიშას თაობა". - წერს მიხეილ სააკაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.