loader

რა ფოტოს აქვეყნებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ფოტოს აქვეყნებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბის გამო, თბი­ლი­სე­ლი მძღო­ლე­ბი ჩი­ვი­ან, რომ ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და მოყი­ნუ­ლი გზე­ბის გამო ხში­რად სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია ექ­მნე­ბათ. ქა­ლა­ქის მე­რია კი იუ­წყე­ბა, რომ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ გზე­ბის გა­საწ­მენ­დად და ყო­ველ­დღი­უ­რად ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით 200 ტო­ნა­ზე მეტი ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი იყ­რე­ბა.

ორი დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტექ­ნი­კურ მა­რილს ხე­ლით ყრი­ან "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. კომ­პა­ნი­ამ ამის გამო გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო რომ, ყვე­ლა ქუ­ჩა­სა და ტრო­ტუ­არ­ზე, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­სა და მეტ­რო სად­გუ­რე­ბის ჩა­სას­ვლე­ლებ­ში, ასე­ვე, სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დებ­ზე, ვერ მოძ­რა­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა და ასეთ ად­გი­ლებ­ში მა­რი­ლი იყ­რე­ბა ნიჩ­ბით, ან ხე­ლით.

მოყი­ნუ­ლი გზე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის თე­მას კახა კა­ლა­ძე ფოტო-შარ­ჟით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. თბი­ლი­სის მე­რის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ფოტო-მონ­ტა­ჟი, რო­მელ­ზეც კახა კა­ლა­ძე ცნო­ბი­ლი თურ­ქი მზა­რე­უ­ლის, ნუს­რეთ გოქჩეს სტილ­ში ყრის მა­რილს.