loader

"სანამ გამოვალ, ფორმაში უნდა ჩავდგე... თუმცა, მგონია, სწრაფად გამოვალ და ბევრის დაკლებას ვერ მოვასწრებ" - ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანამ გამოვალ, ფორმაში უნდა ჩავდგე... თუმცა, მგონია, სწრაფად გამოვალ და ბევრის დაკლებას ვერ მოვასწრებ" - ნიკა მელია

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, 26 თებერვლას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე, ადგილზე შეკრებილ აქტივისტებთან ერთად წაიკითხა. 

"დღეში სამჯერადი კვებაა, მაგრამ მე მარტო ერთხელ ვჭამ. ყველაფერი უნდა გამოიყენო როგორც შესაძლებლობა, და აქაც ასე ვარ - დიეტაზე ვარ, სანამ გამოვალ, ფორმაში უნდა ჩავდგე. თუმცა, მგონია, სწრაფად გამოვალ და ბევრის დაკლებას ვერ მოვასწრებ. გუშინ ვჭამე ლობიო და სტაფილოს სალათა. ნორმალური იყო, აუგს ვერ ვიტყვი. გუშინწინ - ბარდის ძალიან გემრიელი წვნიანი, ოდნავ ცხარე და მაკარონი "პა ფლოცკი", ის არ იყო გემრიელი და ვუთხარი კიდევაც, რას გავიდა ეს თქო", - ამბობს ნიკა მელია.