loader

“გვინდა, კიდევ ერთი პრობლემის შესახებ დავწეროთ“ – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საჯარო საპარკინგე ადგილზე ავტომობილს არ გაჩერებინებენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გვინდა, კიდევ ერთი პრობლემის შესახებ დავწეროთ“ – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საჯარო საპარკინგე ადგილზე ავტომობილს არ გაჩერებინებენ?

ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს“ თბილისში არსებულ საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემაზე წერს.

“გვინდა, კიდევ ერთი პრობლემის შესახებ დავწეროთ - საპარკინგე ადგილის თვითნებურად ჩაკეტვა და ათვისება მაღაზიების თუ რიგი დაწესებულებების მიერ!
საპარკინგე ადგილის, რომელიც მოხაზულია, გამოყენების უფლება აქვს ყველა ავტომობილის მძღოლს, რომელსაც გადახდილი აქვს პარკირების საფასური, ამიტომ თუ ნახავთ მსგავსად ჩაკეტილ და "ათვისებულ" სივრცეს, გადადგით წინაღობა და გააჩერეთ ავტომობილი. თუ მეპატრონეს ექნება რაიმე სახის პრეტენზია, მოსთხოვეთ საპარკინგე ადგილის კანონიერი ფლობის საბუთი, გამოიძახეთ მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია!
ბევრი ადამიანი წერთ, რომ ქალაქში საპარკინგე ადგილების ნაკლებობაა, მაგრამ რატომღაც რაც გვაქვს, ისიც არ არის ათვისებული, რადგან ეს ადგილები თვითნებურად სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ მაღაზიას აქვს დაკავებული.“ – “წერს ჩემი ქალაქი მკლავს“.