loader

რა ხდება ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა "საქართველოს" წარმომადგენლები აქციას მართავენ, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

დაკავებულებს შორისაა სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ავტომობილზე საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერის დაკვრას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, აქტივისტები ცდილობდნენ, გზის სავალ ნაწილზე დამსხდარიყვნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, აქტივისტები „ტვ პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შინაარსს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ამ შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო.






ვიდეო: სალომე კვარაცხელია