loader

"გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს" - გიგი უგულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს" - გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს.

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, პროკურატურა და სასამართლო სამართლებრივი სივრციდან დიდი ხანია გასულია.

„არ შევალ ლეგალურ რუტინაში. პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან. მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. თუ გავითვალისწინებთ, რა პათოსით ისხდნენ წითელი-ქოცელიტა „იმედის“ ეთერში, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ზუსტად ასე იყო 2002-03 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა“, - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.