loader

“ტელეფონზე საუბარი და სხვა ტიპის უაზრო მასლაათობები შემიზღუდეს, სამაგიეროდ...“ - ვასილ მაღლაფერიძე მისი მდგომარეობის შესახებ წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ტელეფონზე საუბარი და სხვა ტიპის უაზრო მასლაათობები შემიზღუდეს, სამაგიეროდ...“ - ვასილ მაღლაფერიძე მისი მდგომარეობის შესახებ წერს

“დასრულდა ჩემი ოპერაციის ეპოპეა, რომელიც თავის ყველაფრით, სადღაც 4-5 საათი გაგრძელდა. როგორც მითხრეს, ყველაფერი ნორმალურადაა.
მაგარი რამე ყოფილა ნარკოზი, გღვიძავს, გელაპარაკებიან, მერე უცებ ისევ გეღვიძება (ისე რომ ვერ გაიგე, როდის დაიძინე) და გეკითხებიან - ყველაფერი მორჩა და რაფერ ხარო?!
ტელეფონზე საუბარი და სხვა ტიპის უაზრო მასლაათობები შემიზღუდეს, სამაგიეროდ, დამიტოვეს ეპისტოლარულ ჟანრში მოღვაწეობის უფლება.
ერთხანს ამიკრძალეს წამოდგომა და მკვეთრი მოძრაობები, სამაგიეროდ, დაშვებულია კითხვა და ტვინის განძრევა!
მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, ვასიკო კეჟერაძის პალატა-ლუქსში ვარ მოხვედრილი!
მოკლედ დიდი მადლობა ექიმებს, მედპერსონალს, მეგობრებს, ოჯახს და მარტის თოვლს, რომელიც გომბორში ჩემს ვარდებს და ხეხილს ძალიან სჭიდებოდა!
P.S. დაბოლოს, რომ არ დამავიწყდეს! ნარკოზგაღმა ნაპირიდან დამაბარეს, გამოხატვის ხმას პაწა დოუწიეთ, ნამეტანი ხმამაღლა ყვირიხართო!“ - წერს ვასილ მაღლაფერიძე.