loader

“თავად ბიძინამ გაიკეთა ასტრაზენეკას ვაქცინა, იმუნოლოგ ადამიანს ეჭვი რომ ეპარებოდეს, საკუთარ თავს ავნებდა?“ - ბიძინა კულუმბეგოვის მეგობარი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თავად ბიძინამ გაიკეთა ასტრაზენეკას ვაქცინა, იმუნოლოგ ადამიანს ეჭვი რომ ეპარებოდეს, საკუთარ თავს ავნებდა?“ - ბიძინა კულუმბეგოვის მეგობარი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი მეგობრების უმეტესი ნაწილი ნაცნობიც და უცნობიც ხშირად მწერენ, რომ ერთერთია ბიძინა იმ რამდენიმე ექიმთა შორის ვისაც ენდობიან და ვინც კოვიდი გადაატანინა მათ! ასევე კონსულტაციას მთხოვენ მასთან, ხან სურათს მაგზავნინებენ, რომ გაიგონ რა ჭირთ. ხან მეკითხებიან როდის იქნება კიდევ კოვაიდერზე მასთან პირდაპირი სესია? ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ენდობიან და საკუთარ ჯანმრთელობას ანდობენ? ხოდა აგერ ბატონო თავად ბიძინამ გაიკეთა ასტრაზენეკას ვაქცინა და როგორ იცით იმუნოლოგ ადამიანს ეჭვი რომ ეპარებოდეს ასტრაზენეკას ვაქცინაში საკუთარ თავს ავნებდა?
მეტი ინფორმირება ხალხს მეტი! მეტი კომუნიკაცია ხალხთან , მეტი პიარ კამპანია თორემ ასე ვერც ხალხს ვუშველით ვერც ეკონომიკას და ვერც ქვეყანას!
პ. ს 27 მარტს საღამოს 9 საათზე მე და ნანა გეგეჭკორი კოვაიდერზე ვისაუბრებთ ყველაფერზე რაც ვაქცინას ეხება და შემდეგ გადავინაცვლებთ clubhouse -ში!“ - წერს ნინო ზამბახიძე.