loader

რა მარკეტინგულ ხრიკს იყენებენ ზეთის მწარმოებლები? - წესები, რომლებიც ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მარკეტინგულ ხრიკს იყენებენ ზეთის მწარმოებლები? - წესები, რომლებიც ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

პირველ რიგში, იცოდეთ, მზესუმზირის ზეთის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ვადა. შეფუთვაზე აუცილებლად უნდა ეწეროს არა მხოლოდ ჩამოსხმის, არამედ მისი დამზადების თარიღიც. თუ ბოთლზე ზეთის მხოლოდ ჩამოსხმის თარიღი წერია, იცოდეთ, არჩევანი გააკეთეთ მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გამოშვებულ პროდუქციაზე, რადგან სწორედ ამ თვეებში ხდება მზესუმზირის მოსავლის აღება და მისგან ზეთის წარმოება.

ზეთს, რომელსაც აწერია „ შეიცავს ე ვიტამინს“ ან „არ შეიცავს ქოლესტერინს“, იცოდეთ, ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია თქვენი ყურადღების მისაქცევად, რადგან ნებისმიერი მზესუმზირის ზეთი, მიუხედავად ხარისხისა, შეიცავს "ე" ვიტამინს და არცერთ ზეთში ისედაც არ არის ქოლესტერინი.