loader

"რა უბედურება გჭირს, ქალო, დააყენე შენი რაღაცა" - მეუფე სტეფანემ დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა უბედურება გჭირს, ქალო, დააყენე შენი რაღაცა" - მეუფე სტეფანემ დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. როგორც დედა სოსანა აცხადებს, ის მეუფე სტეფანემ კითხვების დასმის გამო გაათავისუფლა.

თათბირის ამსახველი ვიდეომასალა ეპარქიამ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. თათბირზე მეუფე სტეფანემ, დედა სოსანას წინამძღვრობიდან გათავისუფლების გარდა, ზიარების უფლება აუკრძალა და ასევე, ავტომობილის დატოვება მოსთხოვა. გარდა ამისა, მეუფე სტეფანემ დედა სოსანა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ლოცვებში პატრიარქს არ იხსენიებს.

"შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ, ეს უკვე ამბოხია. შენ მოქმედებ არაკანონიკურად, დედაო და ეს ხომ ფაქტია?! შენ რას მელაპარაკები, არ გრცხვენია?! შენ ვინ ხარ?! შენ, დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რაღაცებს ლაპარაკობ. შენ ვინ ხარ?! მეუფე პეტრეს დაანებე თავი, შენ დაგღუპა მაგან. შენს თავს მიხედე, გადაგაყენე მონასტრის წინამძღვრობიდან, გადაგაყენე, დედაო. შენ ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც დატოვე. მანქანა იქ დატოვე - ეგ შენი არაა", - მიმართა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას ეპარქიაში გამართულ თათბირზე.

თათბირის სრული ჩანაწერი იხილეთ ლინკზე.