loader

"პირველი ნიშანია, რომ შემოვკრა განგაშის ზარს გონგი" - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირველი ნიშანია, რომ შემოვკრა განგაშის ზარს გონგი" - ამირან გამყრელიძე

"შემთხვევების კლასტერული ტენდენცია გამოჩნდა, რაც პირველი ნიშანია, რომ შემოვკრა განგაშის ზარს გონგი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით მაგონებს იმ ეპიდსიტუაციას, რაც ჩვენ გვქონდა სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული, შევიდეთ მესამე ტალღაში. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას, რომ კორონავირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. გუშინწინ და გუშინ ჩვენ გადავცდით იმ ზღვარს, რომელიც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. ამიტომ, გამოჩნდა შემთხვევების კლასტერული ტენდენცია, რომელიც პირველი ნიშანია იმის, რომ განგაშის ზარს შემოჰკრა", - განაცხადა გამყრელიძემ.